- Advertisement -

გაზაფხული ხულოში ( ფოტორეპორტაჟი)

მზე, სითბო, ჩიტების ჭიკჭიკი, მამლის ყივილი, ხეების აკვირტება – ეს ის მცირე ჩამონათვალია რაც გაზაფხულის მოსვლას გვამცნობს, გაზაფხული სოფელში მაინც სხვანაირია განსაკუთრებით ხულოს სოფლებში, შეძლება საათობით იდგე, უყურო ამწვანებულ ბუნებას და მაინც არ მოგბეზრდეს.

ბუნების გაღვიძებასთან ერთად იღვიძებს სოფლებიც, წელიწადის ამ დროს აქ განსაკუთრებული ხალხმრავლობა შეინიშნება, იწყება საგაზაფხულო სამუშაოები, ქალაქიდან ხალხი სოფლში ამოდის, რათა ყველამ თავისი მიწის ნაკვეთი დაამუშაოს.

ხულოში ბოსტნეულთან ერთად ძირითადად, კარტოფილი, სიმინდი და თამბაქო მოჰყავთ. ამ დროს, ოჯახის ყველა წევრს თავისი სამუშაო აქვს, უფროსები ხვნა-თესვით არიან დაკავებული პატარებს კი დაღლილი მშობლებისათვის წყალს მოარბენინებენ ხოლმე.

Comments
Loading...