გაზის გაჟონვის გამო, გურჯაანში, სოფელ ვეჯინში 2 ადამიანი მსუბუქად დაშავდა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 12 დეკემბერი, 2017 302 გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გაზის გაჟონვის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ- ერთ საცხოვრებელ სახლში გაზმა გაჟონა, რამაც აფეთქება გამოიწვია. დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მომხდარზე გამოძიება 187 -ე მუხლით მიმდინარეობს.