- Advertisement -

გამჭვირვალობა: ზუგდიდის მერიამ ბიუჯეტის წარდგენის განსაზღვრული ვადები დაარღვია

"ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიამ დაარღვია ბიუჯეტის წარდგენის კანონით განსაზღვრული ვადები, კერძოდ, ნაცვლად კანონით დადგენილი 15 ნოემბრისა, ბიუჯეტის პროექტი 29 ნოემბერს წარადგინა, რაც, ჩვენი მოსაზრებებით, ორი ძირითადი მიზეზით იყო განპირობებული", – ამის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეკომენდაციაში აღნიშნული.

რეკომედაციის მიხედვით, მერიის მიერ საკრებულოსათვის ბიუჯეტის წარდგენის ვადები დაემთხვა ქალაქ და თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტების გაერთიანების შედეგად შესაქმნელი ახალი მუნიციპალიტეტის ჩამოყალიბების პროცესს, ზუგდიდის ახალაჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას 13 ნოემბერს შეუდგა. ბიუჯეტის პროექტის დაგვიანებით წარდგენის რისკი კი შვიდი თვითმმართველი თემისა და ქალაქის გაერთიანების გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა გათვალისწინებული და პარლამენტმა არ დაადგინა ახალშექმნილი მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ბიუჯეტის შემუშავებისა და წარდგენის სპეციალური ვადები;

ასევე, ქალაქ ზუგდიდისა და თემი ზუგდიდის მუნიციპალიტეტებს შერწყმის პროცესის დაწყებისთანავე შეეძლოთ დაეწყოთ ერთობლივი მუშაობა ახალი მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები 2018 წლის ბიუჯეტის პროექტზე, თუმცა მათ ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებიათ.

Comments
Loading...