- Advertisement -

გარდაბანში, “კივიტას გეორგიკას“ თანამშრომლებმა და ბაღების ხელმძღვანებს შორის შეხვედრა შედგა

5 დეკემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში სკოლამდელი დაწესებულებების ხელმძღვანელებსა და ორგანიზაცია „კივიტას გეორგიკას“ თანამშრომლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე რევაზ ეგაძე და ა(ა)იპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების დირექტორი ჯემალ დავითაძე ესწრებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას გადაბნის მუნიციპალიტეტი ავრცელებს. 

"კივიტას გეორგიკას“ თანამშრომლებმა – ნინო ალელიშვილმა და ალექსანდრე კალანდაძემ მონაწილეებს პროექტი – „საქართველოში სკოლამდელი განათლების გაუმჯობესება სოციალური ანგარიშვალდებულების პროცესის საშუალებით“ გააცნეს.

პროექტი საპილოტედ 27 თვის მანძილზე საქართველოს შვიდ მუნიციპალიტეტში განხორციელდება, სადაც გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამი საბავშვო ბაღი ჩაერთვება.

პროექტი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“-სთან ერთად (Save The Children) პარტნიორობით, მსოფლიო ბანკის (World Bank) დაფინანსებით ხორციელდება.

Comments
Loading...