- Advertisement -

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში, მძიმე ტექნიკა მუშაობს

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები გარდაბნის მუნიციპალიტეტში ჩავიდნენ და შექმნილ ვითარებას ეცნობიან. ფონდი თბილისი-რუსთავის საავტომობილო გზაზე, მეორე, 6.8 კმ-იან მონაკვეთს აშენებს, საიდანაც მძიმე ტექნიკის ნაწილი სტიქიის ზონაშია გადაყვანილი.

თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მიმდებარე დასახლებაში, გუშინ საღამოს მოსული უხვი ნალექის შედეგად, საცხოვრებელი სახლები დაიტბორა. ადიდებულ არხში წყლის დონემ 1.5 მეტრს მიაღწია. მაშველებმა დასახლებაში დარჩენილი ადამიანები ნავებით გამოიყვანეს.
მძიმე ტექნიკის გამოყენებით, დილიდან მიმდინარეობს არხის შლამისგან გაწმენდა, რაც წყლის გადინებას უზრუნველყოფს.

ამის შესახებ ინფორმაციაას,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს

Comments
Loading...