- Advertisement -

გარემოვაჭრეები ბათუმიდან: ივანიშვილმა რომ გვთხოვა ერთი წელი მადროვეთო, ჩვენთვისაც მოეცათ ერთი წელი

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გარემოვაჭრები დღესაც მერიასთან შეიკრიბნენ. ისინი მერიისგან მათი კუთვნილი ნივთების დაბრუნებას ითხოვენ, რომლებიც ორი დღის წინ წერეთლის ქუჩიდან მერიის თანამშრომლებმა ამოიღო და დაასაწყობა. გარემოვაჭრეების მოთხოვნა უცვლელია, შეკრებილებიმერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან, როდის შეძლებენ სამუშაო ადგილის დაბრუნებას.

“დღეს არის ჩვენი აქციის მეორე დღე, ვთხოვ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც გვთხოვა ერთი წელი მადროვეთ და ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენთვისაც მოეცა ერთი წელი, რომ გამოგვყარეს და დაგვტოვეს ლუკმაპურის გარეშე. გაუფრთხილებლად მოვიდა ღამე და წაგვართვა დისტრიბუციის მიერ დატოვებული ტავარი. გაჭირვებული ხალხი ვითხოვთ დაგვიდგნენ გვერდში” – აცხადებენ აქციაზე შეკრებილები.

27 იანვარს ღამით ბათუის მერიის თანამშრომლებმა წერეთლის ქუჩაზე განთავსებული სავაჭრო ჯიხურები აიღეს და 34 სატვირთო ავტომობილით სპეციაურ ადგილზე დაასაწყობეს. ფაქტს პროტესტი მოჰყვა გარემოვაჭრეების მხრიდან. აქციის ფარგლებში ოვაჭრეებმა გზაც გადაკეტეს, სამართალდამცავებზე წინააღმდეგოის გაწევისთვის კი ერთი მოქალაქე შემთხვევის დროს დააკავეს.

Comments
Loading...