- Advertisement -

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა თანმადებობა დატოვა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსმა ბაკურ გულუამ თანმადებობა დატოვა. როგორც უწყებაში აცხადებენ, მან პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სამმართველოს ახალ უფროსად ზვიად ფოჩხუა 14 თებერვალს დაინიშა. იგი 2015-17 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული, მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.

გულუას სამსახურიდან წასვლას წინ მასსა და თანმაშრომლებს შორის უთანხმოება და სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. აღნიშნულზე მოკვლევა დღემდე მიმდინარეობს. ბაკურ გულუამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება 2 თებერვალს დაწერა.

Comments
Loading...