- Advertisement -

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ფოთში იმყოფებოდა

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ფოთში შეუერთდა, სადაც დაცული ტერიტორიების სტენდია წარმოდგენილი.

"მინდა მივულოცო ჩვენს მოქალაქეებს ეს უმნიშვნელოვანესი დღე. დღეს 100 წელი გავიდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან, სადაც პატივს სცემდნენ თავისუფლებას, ევროპულ, დემოკრატიულ ღირებულებებს. დღესაც, ეს ღირებულებები ჩვენთვის ძალიან აქტუალურია და მინდა ვთქვა, რომ ჩვენი დღევანდელი სახელმწიფოც ამ ღირებულებებზე დგას. ჩვენც იგივე მიზნები და სტრატეგიული სვლა გვაქვს საქართველოს ევროპასთან დაახლოების კუთხით“.- განაცხადა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მოედანზე მოწყობილია ვირტუალური რეალობის სივრცე, სადაც დაცული ტერიტორიების დათვალიერებაა შესაძლებელი. ასევე მოწყობილია ღია კინოთეატრი, სადაც მთელი დღის მანძილზე ბავშვებისათვის ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება მიმდინარეობს. სადღესასწაულო ღონისძიებაზე მისულ პატარებს სათამაშო ზონაც დახვდათ. ფოთში ასევე მოწყობილია საქართველოს პირველი რესპუბლიკის შექმნის ისტორიული დერეფანი.

ლევან დავითაშვილი საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიულ სამსახურიც იმყოფებოდა და ორგანიზაციის თანამშრომლებს, რომლებიც საზღვაო ნავიგაციას ახორციელებენ 26 მაისი მიულოცა.

Comments
Loading...