- Advertisement -

გაჩეჩილაძე: ჩემი სურვილია გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე სტრუქტურად დარჩეს

„ზოგადად უნდა ითქვას, რომ კარგია ოპტიმიზაციის საკითხი რომ დაიძრა"- აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის წევრმა გია გაჩეჩილაძემ განაცხადა.

გაჩეჩილაძის თქმით, მისი სურვილია გარემოს დაცვის სამინისტრო ცალკე სტუქტურად დარჩეს.

" დიდი ხანია საზოგადოება ელის ამას და ალბათ დაეთანხმება ყველა, როგორც პოზიცია, ასევე ოპოზიცია. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიციები, რომელსაც შევათანხმებთ ალბათ და ეს საკითხები გარემოს დაცვას ეხება. ჩვენი სურვილია, გარემოს დაცვის სამინისტრო დარჩეს დამოუკიდებელ სტრუქტურად. რადგან ამით გამოიკვეთება სტრატეგია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საგარეო თვალსაზრისით, რომ ჩვენ პრიორიტეტად გვაქვს გარემოს დაცვის საკითხები ასოცირების ხელშეკრულებაშიც გარემოს დაცვის საკითხები ერთ–ერთი პრიორიტეტია“–განაცხადა გაჩეჩილაძემ.

Comments
Loading...