გვიან ღამით, გურჯაანის აგრარულ ბაზარში მაღაზია გაქურდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 21 თებერვალი, 2018 275 წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია სხვადასხვა სახის პროდუქტი და ფული. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. ცნობისთვის, აღნიშნული მაღაზია უკვე მეორედ გაქურდეს. პირველი შემთხვევა გასული წლის ივნისში მოხდა.