- Advertisement -

გვიან ღამით სიღნაღში, სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგური გაძარცვეს

გვიან ღამით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაშნაარში გაზგასამართი სადგური გაძარცვეს. წინასწარი ინფორმაციით, წაღებულია თანხა,არ არიან დაშავებულები. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, საქმეზე გამოძიება 179-ე მუხლით არის დაწყებული.

Comments
Loading...