- Advertisement -

გვირაბის მშენებლები: კომპანიას აფეთქების შესახებ მუშები არ გაუფრთხილებია, შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟათუბანში, სარკინიგზო გვირაბის მშენებლები აცხადებენ, რომ კომპანის გეგმიური აფეთების შესახებ დღეს მუშები არ გაუფრთხიელებია და სწორედ ამ გაუფრთხილებლობის გამო, დაშავდა დღეს რამდენიმე მუშა.

შეგახსენებთ, დღეს სარკინიგზო გვირაბში აფეთქება მოხდა, სადაც 3 ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ დროისთვის ხაშურის საავადმყოფოში იმყოფებიან.

ცნობისთვის, 2018 წლის 17 იანავარს კომპანია "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" მუშებმა 2 დღიანი გაფიცვა მოლაპარაკებით დაასრულეს. ისინი კომპანიისგან უსაფრთხოების დაცვას ითხოვდნენ. 

Comments
Loading...