- Advertisement -

გზების დეპარტამენტში ქვეშეთი-კობის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების საკითხები განიხილეს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტში, ქვეშეთი-კობის 22.7 კმ-იანი მონაკვეთის პროექტთან დაკავშირებული გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხები განიხილეს.

განხილვაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე, თავმჯდომარის მოადგილეები, მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე, პროექტის შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარადგინა კომპანია „გამა“ კონსალტინგმა. პროექტის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და დარგის სპეციალისტებმა, ჰქონდათ გარკვეული შენიშვნებიც რაც დეტალურად გაანალიზდება და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში აისახება. საერთო ჯამში, სკოპინგის ანგარიში პროფესიული წრეების მხრიდან დადებით შეფასდა.

ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. გვირაბი, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება, აღნიშნული გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. 

Comments
Loading...