გივი ჭიჭინაძემ იმერეთის რეგიონის უხუცეს ქალბატონს დედის დღე მიულოცა იმერეთის მხარე დამატების თარიღი 3 მარტი, 2018 474 იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა – გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ დღევანდელი დღე იმერეთის რეგიონის უხუცეს ქალბატონს მიულოცა. თამარ ჩუბინიძე ვანის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს და იგი 112 წლის არის. ასევე, მხარის გუბერნატორი 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ოჯახებს ესტუმრა. გივი ჭიჭინაძემ ხონში მცხოვრებ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლეების დედებსა და მეუღლეებს დედის დღე მიულოცა და გამძლეობა უსურვა. ხელისუფლებამ დაღუპული გმირების ოჯახებს 500-500 ლარი გადასცა.