- Advertisement -

გიორგი გოგლიჩიძე: სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების უკანონო მოპოვება ისევ გრძელდება

ზესტაფონში, ჭანტურიას ქუჩაზე მერობის ყოფილმა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ბრიფინგი გამართა.

გიორგი გოგლიჩიძის განცხადებით, სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების უკანონო მოპოვება ისევ გრძელდება. რამაც, ჭანტურიას ქუჩაზე გზის საფარის ჩავარდნა გამოიწვია. მიმდინარე წელს მსგავსი ფაქტი არერთხელ დაფიქსირდა.

მისივე თქმით, ამ მოვლენების სათავეში დგას მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე და მისი ძმა.

გოგლიჩიძე ამბობს, რომ ზესტაფონის მერმა და მისმა ძმამ უკვე მოახერხებს სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების ათასობით ტონის უკანონო მოპოვება და დატაცება.

გოგლიჩიძე ხელისუფლებას მოუწოდებს დაინტერესდნენ აღნიშნულით.

ზესტაფონის მერიაში აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

Comments
Loading...