გიორგი კეკელიძემ ახალციხის მუნიციპალიტეტის ზემო სხვილისის ბიბლიოთეკას 130-მდე წიგნი გადასცა ახალციხის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 4 დეკემბერი, 2017 483 ზემო სხვილისის ბიბლიოთეკას 130-მდე წიგნი შეემატა. დაწესებულებას სხვადასხვა ჟანრის მხატრული ლიტერატურა საჩუქრად საქართველოს პარლამენტის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადასცა. ბიბლიოთეკაში წიგნები პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ თავად მიიტანა. მისი თქმით ბიბლიოთეკებისთვის წიგნების გადაცემა მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.