- Advertisement -

გიორგი ჭიღვარია ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულებს შეხვდა

ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია ვიცე-მერ გიორგი იობაშვილთან და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარ ირაკლი შენგელიასთან ერთად ჭავჭავაძის ბაზრობაზე დასაქმებულებს შეხვდა და გარევაჭრობის აკრძალვის შემდეგ ადგილზე არსებულ სიტუაციას გაეცნო. ამასთანავე აღნიშნა, რომ ის ტროტუარები, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა რეაბილიტირდება და ჭავჭავაძის მიმდებარე ტერიტორია ინფრასტრუქტურულად გაიმართება.

"უნებართვო გარევაჭრობა უკვე მთელი ქალაქის მასშტაბით აიკრძალა.ყველა გარემოვაჭრემ ალტერნატიული სამუშაო ფართი მიიღო და ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ არ დავუშვებთ უნებართვო გარევაჭრობას. ქალაქმა უნდა შეინარჩუნოს იერსახე, ტერიტორია უკვე დასუფთავდა. ამჯერად იმ ტროტუარების რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც გარევაჭრობის შედეგად დაზიანდა. ადგილზე ინფრასტრუქტურაც გაიმართება და მოწესრიგდება სამუშაოები უკვე დაწყებულია,"-განაცხადა ქუთაისი მერმა გიორგი ჭიღავრიამ.

Comments
Loading...