- Advertisement -

გოგი წულაიამ ქუთაისის ე.წ შემოვლით გზაზე ცალმხრივი მოძრაობა გააპროტესტა

პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქუთაისის ეგრეთწოდებულ შემოვლით გზაზე, ცენტრალური ავტომაგისტრალის მონაკვეთზე გზის ცალმხრივი მოძრაობა გააპროტესტა.

ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრაობა რამდენიმე თვეა ცალმხრივი გახდა.

როგორც გოგი წულაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, გზა თავის დროზე მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა როგორც ავტობანი, რაზედაც მილიონები დაიხარჯა და იყო ორ მხრივი, ახლა კი ირკვევა, რომ გზის რეაბილიტაცია დასრულებული არ არის.

წულაია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ქუთაისის შემოვლითი გზა 2014 წელის 19 ნოემბერს გაიხსნა.

Comments
Loading...