გოდერძის უღელტეხილზე მოძრაობა მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით არის შესაძლებელი ipressსიახლეები დამატების თარიღი 14 დეკემბერი, 2018 74 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ95-კმ116 (გოდერძის უღელტეხილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზათოვლი