გომბორის უღელტეხილზე გვიან ღამით მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა სიახლეები დამატების თარიღი 9 ნოემბერი, 2017 434 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გომბორის უღელტეხილზე. გვიან ღამით მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ერთმანეთს „ვაზ-2107“-ის მარკის და პიკაპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. 2 დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.