- Advertisement -

გორის მერიამ ჭრა-კერვა-მოდელირების კურსები დააფინანსა

პროექტის დახურვის ცერემონიალი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ახალ ოფისში გაიმართა. ბენეფიციარებს, სერტიფიკატები გორის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა გადასცა. ღონისძიებაზე კურსდამთავრებულებმა საკუთარი ნამუშევრებიც წარმოადგინეს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით 3 თვიანი, უფასო ჭრა-კერვა-მოდელირების შემსწავლელი კურსის საშუალებით დევნილი და სოციალურად დაუცველი ქალბატონები გადამზადდნენ. აღსანიშნავია, რომ 25 ბენეფიციარიდან უკვე დასაქმდა 4. გორის მერიამ სოციალური პროექტების თანადაფინანსების მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, 6012 ლარის ღირებულების პროექტი, 4 720 ლარით დააფინანსა. არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაბიჯი განვითარებისათვის“ პროექტი „გორში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებული პირების ოჯახების გაძლიერება“, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი (0-დან 100000 ქულამდე) და იძულებით გადაადგილებული პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.

Comments
Loading...