გორში ბავშვებისთვის გასართობის აქცია მოეწყო გორი დამატების თარიღი 15 დეკემბერი, 2017 353 წინასაახალწლოდ გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახების მცირეწლოვან ბავშვებს ,,რიოს“ გასართობ ცენტრში უმასპინძლეს. ცენტრის დიჯეიმ და ზღაპრის გმირებმა ბავშვებს საახალწლო განწყობა შეუქმნეს და ერთი ჩვეულებრივი დღე გაულამაზეს. ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, სარეაბილიტაციო ცენტრ ,,ნაბიჯები ნაბიჯებისა“ და გასართობ ცენტრ ,,რიოს“ ერთობლივი ძალისხმევით გაიმართა. აქციას ტრადიციული ხასიათი აქვს და სხვადასხვა დღესასწაულთან დაკავშირებით პერიოდულად ტარდება სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების, ასევე, აუტისტური სპექტრის, დაუნის სინდრომისა და ცერებრალური დამბლის მქონე ბავშვებისთვის. 21 დეკემბერს საახალწლო-გასართობი პროგრამით სარეაბილიტაციო ცენტრი ,,ნაბიჯები ნაბიჯები“ 100-მდე ბავშვს კლინიკა ,,იავნანაში“ უმასპინძლებს.