- Advertisement -

გორში მშენებარე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

გორში მშენებარე სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას სისტემატურად ეცნობა.

მინისტრმა ამჯერად, გორში მშენებარე მულტიფუნქციური, ორდარბაზიანისპორტისსასახლისმიმდებარეტერიტორიისკეთილმოწყობის სამუშაოები მოინახულა.

ობიექტის სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის სპორტის სასახლის მიმდებარედ შესაბამისი ინფრასტრუქტურა კეთდება. 1 ჰა ტერიტორიაზე ეწყობა შიდა გზები და პარკინგი, მიწისქვეშა კომუნიკაციები, ასევე გარე და დეკორატიული განათება,მათ შორის დასასვენებელ სივრცეები.პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ ფინანსდება და მისი საერთო ღირებულება 1, 5 მილიონლარამდეა. 

გორში, მულტიფუნქციური სპორტის სასახლის მშენებლობას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ახორციელებს. კომპლექსის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება. 

Comments
Loading...