- Advertisement -

გორში 7 ადამიანს საპატიო მოქალაქის ტიტული მიანიჭა

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა და გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა იოსემ მაკრახიძემ „გორის დღეები 2017“ – ის აღსანიშნავ კონცერტზე გორის საპატიო მოქალაქეები დააჯილდოვეს.

წელს საპატიო გორელის წოდება 7 მოქალაქეს მიენიჭა. ესენი არიან: რეჟისორი – სოსო ნემსაძე, კომპოზიტორი – მაყვალა ხორბალაძე, მხატვარი – გულნარა ჩიტაძე, ქორეოგრაფი – ომარ ხუბაევი, ისტორიკოსი – ელდარ მამისთვალაშვილი, მსახიობი და რეჟოსორი – ანზორ გვაძაბია და დირიჟორი თეონა ცირამუა.

15 ოქტომბერს გორის სახალხო დღესასწაული სხვადასხვა სახის საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა, შს სამინისტოს პროექტი „უსაფრთხო ქალაქი“, გაიმართა ადგილობრივი საესტრადო და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი.
ტრადიციადქცეული სახალხო დღესასწაული 11 ოქტომბერს საერთაშორისო საგუნდო ფესტივალით გაიხსნა. ფესტივალმა საგუნდო მუსიკის მოყვარულებს სამი დაუვიწყარი დღე აჩუქა.

16 ოქტომბერს „გორის დღეები 1017“ – ს მწერალ ვანო ჩხიკვაძის შემოქმედებითი საღამო დაასრულებს. ღონისძიება გორის გიორგი ერისთავის სახელობის სახემწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზი 18:00 საათზე დაიწყება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერია და მუნიციპალური ა(ა)იპ ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრი.
ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღეები“ 2010 წლიდან აღინიშნება.

Comments
Loading...