- Advertisement -

გრიგოლ ბაკურაძე: დეა გოშხეთელიანთან ოფიციალურ ქორწინებაში არასდროს ვყოფილვარ

ქუთაისის საქალაქო სასამართლში ყოფილი მეუღლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებული გრიგოლ ბაკურაძის მორიგი სასამართლი პროცესი მიმდინარეობს.

ამ დროისთვის მოსამარლე მურთაზ კაპანაძე მხარეთა შესავალ სიტყვებს ისმენს.

შესავალი სიტყვა წარმოთქვა თავად ბრალდებულმაც, გრიგოლ ბაკურაძე აცხადებს რომ ის წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ თვლის რადგან მაგდალენა გოშხეთელიანი მისი ოჯახის წევრი არ არის, გამომდინარე იქედან რომ ის კანონიერ ქორწინებაში გოშხეთელიანთან არასდროს ყოფილა. აქედან გამომდინარე ოჯახური ძალადობის ბრალდება ბაკურაძისვის მიუღებელია.

შეგახსენებთ რომ ყოფილი ცოლისა და მისი მამის ცემაში ბრალდებულ გრიგოლ ბაკურაძეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ პატიმრობა მიმდინარე წლის იანვარში შეუფარდა.

Comments
Loading...