- Advertisement -

გუბერნატორი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ბესიკ ამირანაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. არასამთავრობო სექტორმა გუბერნატორს მათი საქმიანობის, ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

თავის მხრივ, ბესიკ ამირანაშვილმა რეგიონის განვითარების საკუთარი ხედვა გააცნო და არასამათავრობო ორგანიზაციებთან მჭირდო ურთიერთთანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

Comments
Loading...