- Advertisement -

გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილებისთვის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

აღნიშნულ მონაკვეთზე შეზღუდვები რჩება, მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისათვის. ამავე გზის კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება.

ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

Comments
Loading...