- Advertisement -

გურიის ახალი გუბერნატორი თანამშრომლებს დღე სოზარ სუბარმა წარუდგინა

გურიის ახალი გუბერნატორი ზურაბ ნასარაია თანამშრომლებს დღე პრემიერის მრჩევლმა სოზარ სუბარმა წარუდგინა. სუბარმა მის წარსულ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაზე ისაუბრა და მომავალი გუნდური მუშაობის სტრატეგია დაანონსა. სუბარმა ახალი გუბერნატორის წარდგენამდე ყოფილ გუბერნატორზე მერაბ ჭანუყვაძეზეც ისაუბრა, რომელმაც თანამდებობა გუშინ პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

"მინდა მადლობა გადავუხადო მერაბ ჭანუყვაძეს, რომელმაც დიდი შრომა გაწია რეგიონში. მისი წასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 20 დღის წინ იქნა მიღებული, თუმცა მაშინ თხოვნა იყო რომ დარჩენილიყო გარკვეული დროით, სანამ რაღაც გადაწვეტილებას მივიღებდით. გუშინწინ როდესაც იყო შეხვედრა ბახმაროში პრემიერსა და ჭანუყვაძეს შორის ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ დადასტურდა. ის გადავა თბილისში, ხოლო აქ მუშაობას გააგრძელებს ზურაბ ნასარაია.

ბატონი ზურაბიც ნახევრად აქაურია, დედით. სხვა რეგიონი ნამდვილად არ არის ყველა რეგიონი საქართველოა და დარწმუნებული ვარ ყველა ერთად წარმატებულად გავაგრძელებთ მუშაობას. რაც არის ეკონომიკურად ძლიერი საქართველო. ზურაბ ნასარაია არის როგორც გამოცდილი პოლიტიკოსი, პროფკავშირების ლიდერი და მენეჯერი. ერთ მაგალითს ვიტტყვი, როდესაც ის გახდა პროფკავშირების ლიდერი 60 ადამიანი იყო მაშინ ამ სამსახურში და როდესაც მაბ დატივა პროფკავშირები და გადმოვიდა გურიაში 9600 ადამიანი იყო ამ ოროფკავშირის წევრი.აქედანაც კარგად ჩანს მისი ხასიათი და მისი უნდარები." – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ზურაბ ნასარაის გუბერნიის შენობაში დღეს მუნიციპალიტეტის მერები, საკრებულოს წევრები და გურიის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები შეხვდნენ. ახალი გუბერნატორი ჯერჯერობით საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. მისი განმარტებით ჯერ კადრებს სამუშაო ვითარებაში გაეხნიბა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

"ყველა ადამიანთან ვითანამშრომლებთ, არცერთ კატეგორია ადამიანთან არ მიჭირს მუშაობა. ჩემს მოადგილეებს მინდა ვთხოვო შევხვდეთ ყველა უწყებას და გავიაროთ 2018 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი. ყველა პროექტი უნდა იყოს გონივრული და მიზანმიმართული მოსახლეობის კეთილდღეობაზე, არა უბრალოდ იერსახის შეცვლა. ჩემი თხოვნა იქნება, რომ ვიყოთ ერთი გუნდი. ნებისმიერი წვრილმანი, რომელიც შეიძლება ჩათვალოთ უმნიშვნელოდ, ჯობია განვიხილოთ ერთად და მერე მივიღოთ გადაწყვეტილება." – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

გურიის გუბერნატორის პოსტი ვაკანტური გუშინ დილით გახდა. ყოფილმა გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ თანამდებიბის დატოვების შესახებ საზოგადოებას სოციალური ქსელის მეშვეობით აცნობა.

Comments
Loading...