- Advertisement -

გურიის გუბერნატორი: რეგიონში ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია

გურიაში, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში, ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. რამოდენიმე სოფელში დატბორილია ასევე საკარმიდამო ნაკვეთები.

ამ წუთებში სოფლებში იმყოფება გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე. მობილიზებულია სამაშველო სამსახურები.

"უხვი ნალექის შედეგად ჩვენს რეგიონში პატარა მდინარეებზე დაფიქსირდა წყალმოვარდნები. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ოჯახს დაეტბორა საცხოვრებელი სახლები და ასევე საკარმიდანო ნაკვეთები. ადგილზე მუშაობს მუნიციპალური ტექნიკა, ასევე სამაშველო სამსახურები, ამ ეტაპისთვის ვითარება სტაბილურია'- განაცხადა გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ.

გურიაში ძლიერი წვიმა გუშინ საღამოს საათებში დაიწყო.

შექმნილია საგანგებო შტაბი რიმელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და კვლავაც აგრძელებს. ვაწარმოებთ შემოვლას მუნიციპალიტეტების სოფლებში და ვწცნობით არსებულ ვითარებას.
 

Comments
Loading...