- Advertisement -

გურიის გუბერნატორი: შესაძლოა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდეს

"შესაძლოა კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდეს", – ამის შესახებ ჟურნალისტებთან გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუკვაძემ განაცხადა. 

"უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", – განაცხადა ჭანუკვაძემ. 

Comments
Loading...