გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ 95 წლის ქალბატონს 8 მარტი მიულოცა გურიის მხარე დამატების თარიღი 8 მარტი, 2018 330 გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილესთან არჩილ ყაზაიშვილთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მცხოვრებ 95 წლის დარეჯან ხანთაძეს ესტუმრა და ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი მიულოცა. "დიდი მადლობა გუბერნატორს, რომ მესტუმრა, დამაფასა. დღევანდელი დღე მომილოცა და დამასაჩუქრა. ყველას წარმატებით გევლოთ“ – აღნიშნა დარეჯან ხანთაძემ. დარეჯან ხანთაძეს საპატიო დვაბზუელის წოდება 2017 წელს მიენიჭა.