- Advertisement -

გურიის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები დაიწყო

მავნებლის საწინააღმდეგო ქიმიურ წამლობა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში მიმდინარეობს: ნიგოითი, ქვიანი, ჯაპანა. სოფლების ტერიტორიები თერმული ნისლის ტექნოლოგიის გამოყენებით მუშავდება. 

უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, სამუშაოების დაწყების შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მიერ წინასწარ ხდება მოსახლეობის ინფორმირება. ამასთან სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები აფრთხილებენ მოსახლეობას, წამლობის დასრულებამდე არ გამოუშვან სკებიდან ფუტკარი!

ქიმიურ წამლობის არეალი და ვადა მონიტორინგის საფუძველზე განისაზღვრება. ამჟამად მიმდინარეობს ქიმიური დამუშავება იმ ფართობების, სადაც დამჭერებზე მავნებლის ზღვრული ოდენობა დაფიქსირდა. ამ მიზნით მუნიციპალიტეტების მიხედვით მობილიზებული და გადანაწილებულია ტექნიკა. პარალელურად გრძელდება მონიტორინგი, რომლის შედეგებიც თავს იყრის აბაშის მუნიციპალიტეტში არსებულ საკოორდინაციო შტაბში, ელექტრონულ ბაზაში.

დაგეგმილი და მიმდინარე ღონისძიებების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://parosana.ge/

Comments
Loading...