- Advertisement -

გურიის საპატრულოს თანამშრომელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის დააჯარიმეს

სასამართლომ ნარკოტიკების მოხმარეისთვის,გურიის პოლიციის მთავარი სამმართველოს საპატრულო განყოფილების მორიგე ინსპექტორი დააჯარიმა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესამსაურის განცხადებით, შსს-ს გენერალური ინსპექციის წარმომადგენლებმა, პატრულის თანამშრომელი, ნარკოტიკული თრობის შემოწმების მიზნით,ნარკოლოგიურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც მას ნარკოტიკული საშუალების მოხმარება დაუდგინდა. სასამართლომ ის ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა, რის საფუძველზეც პატრულის თანამშრომელი სამსახურიდან იქნება გათავისუფლებული.

Comments
Loading...