- Advertisement -

გურჯაანელმა სპორტსმენმა თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს პირველობა მოიგო

ბექა ნადაშვილი თბილისში გამართულ საქართველოს პირველობაზე თავისუფალ ჭიდაობაში, 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩემპიონი გახდა. მან სიგელი და ოქროს მედალი მიიღო. 

19 წლის სპორტსმენს უკვე მოპოვებული აქვს თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონის და კადეტთა შორის პრიზიორის ტიტული. ბექა აგრეთვე არის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. 

Comments
Loading...