- Advertisement -

გურჯაანელ ფერმერებს კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამა წარუდგინეს

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი მიშელაძემ მევენახეობის და მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა გურჯაანელ ფერემერებს გააცნო. 

პროგრამა მევენახეობის კოოპერატივებისთვის ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო საწარმოო დანადგარების გადაცემას ითვალისწინებს. შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი იყო მეფუტკრეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე. მეფუტკრეებს სახელმწიფო პროგრამაში ჩართვის შედეგად შესაძლებლობა მიეცემათ თაფლის კოოპერაციულ საწარმოში გადაამუშაონ ნედლეული და მისი რეალიზაცია ერთიანი ბრენდის ქვეშ მოახდინონ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

შეხვედრას გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილი და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ. ფერმერებს სიტყვით მიმართა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის სფეროს განვითარების ხელშეწყობა მისი წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტი იყო და ამ მიმართულებით მომავალშიც აქტიურად იმუშავებს. 

Comments
Loading...