- Advertisement -

გურჯაანის ახლადარჩეულმა მერმა პირველივე სამუშაო დღე საკადრო ცვლილებებით დაიწყო

გურჯაანის ახლადარჩეულმა მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა პირველივე სამუშაო დღე საკადრო ცვლილებებით დაიწყო, თანამდებობიდან გაათავისუფლა მოადგილეები: ალეკო ყვირალაშვილი და დიმიტრი კალატოზიშვილი.

ხანდამაშვილის თქმით, თანამდებობაზე დარჩება სიმონ ქოჩორაშვილი, რომელიც ამ დრომდე საკუთრების აღიარების კომისიას, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის, ასევე შიდა აუდიტის სამსახურებს ხელმძღვანელობდა.

-"მოადგილეებს ვუთხარი, რომ მათთან მუშაობას ვერ გავაგრძელებ. მე ჩემს გუნდთან ერთად მინდა საქმიანობის წარმართვა ამ ოთხი წლის განმავლობაში. გუნდი, როემლიც მოსახლეობის ინტერესებზე და იმ პრობლემებზე იქნება მომართული, რაც რეალურად მუნიციპალიტეტში არსებობს. თანამდებობაზე რჩება სიმონ ქოჩორაშვილი. ორ მოადგილეს კი, რამდენიმე დღეში დავასახლებ. საკადრო ცვლილებები სავარაუდოდ სამსახურის უფროსებსაც შეეხებათ."-აღნიშნა არჩილ ხანდამაშვილმა.

Comments
Loading...