- Advertisement -

გურჯაანის ბაზარს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა.

გურჯაანის ბაზარს, რომელსაც ათეული წლებია არ აქვს ასფალტის საფარი, დახლები კი მუყაოს ყუთებით არის გადახურული, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეუჩერა. სააგენტომ ბაზარში არსებული ხორცისა და ყველის რამდენიმე განყოფილებას კრიტიკული შეუსაბამობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა. 

ბაზარში არსებულ ანტისანიტარიაზე საუბრობენ როგორც მოვაჭრეები, ასევე მყიდველები. მოვაჭრეთა ნაწილი ბაზრის ადმინისტრაციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მდგომარეობის გამოსწორება და ასფალტის დაგება ადმინისტრაციის ინტერესებიდან გამომდინარე არ ხდება. 

"ალბათ უნდათ დაანგრიონ ეს ბაზარი და მაგიტომ არ აგებენ ასფალტს, სააგენტო რომ იყო მოსული ბაზარში,მეპატოენემ უთხრათ რამდენიძ გინდათ დამაჯარიმეთ, ასფალტს არ დავასხამო. ამდენი ხალხი ვდგავართ აქ, როგორ უნდა შევინარჩუნო სისუფთავე, როცა ასეთი ტალახია, კანალიზაციაძ არ იყო და ხორცით მოვაჭრეებმა ჩვენი ფულით გავაკეთეთ“- განაცხადა იოსებ ჩიტოშვილმა.

მოვაჭრეთა ბრალდებებს უარყოფენ გურჯაანის გლეხური ბაზრის ადმინისტრაციაში.სადაც აცხადებენ, რომ თანამედროვე სტანდარტების მქონე ბაზრის მშებებლობას გეგმავენ, თუმცა ეს პროცესი ადმინისტაციასა და რამდენიმე მოვაჭრეს შორის რამდენიმე წლიანმა სამართლებრივმა დავამ შეაფერხა. ბაზრის დირექტორის, ლამარა აკოფაშვილის თქმით, მას საწარმოო პროცესის შეჩერების შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოდან ოქმი ჯერ არ მიუღია.

ამ დროისთვის გურჯაანის გლეხურ ბაზარში ჩვეულ რეჟიმში მუშაობს ხორცის სექცია, ხოლო ყველის სექციაში მოვაჭრეთა უმეტესობას მუშაობა დროებით შეჩერებული აქვს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ საწარმოო პროცესი გაგრძელდება, ხოლო დარღვევები არ იქნება გამოსწორებული, შესაძლოა გურჯაანის ბაზარი კიდევ ერთხელ დაჯარიმდეს.

გასულ წელს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გლეხური ბაზარი სამჯერ, 400, 1000 და 1200 ლარის ოდენობით დააჯარიმა.

Comments
Loading...