- Advertisement -

გურჯაანის ბაზარში მოვაჭრეებისთვის ალტერნატიული ფართი სავარაუდოდ ორ დღეში გამოიყოფა

მოვაჭრეთა განთავსების ერთ-ერთ ალტერნატიულ ადგილად სანაპიროს ქუჩაზე მდებარე კომერციული ფართი სახელდება.

"ეს ფართი განიხილება, თუმცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, ორ-სამ დღეში გაირკვევა. რაც სადავო საკითხია და სასამართლოს თემაა, რა თქმა უნდა ჩვენ იქ არ ვერევით. ძირითადად სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიები განიხილება, რამდენიმე ვარიანტია და ჯერჯერობით ვერ დაგიკონკრეტებთ.“ – განაცხადა გურჯაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა. 

ცნობისთვის, გურჯაანში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაზარი უნდა აშენდეს. სავარაუდოდ, სამუშაოები მარტის ნახევრიდან დაიწყება და რამდენიმე თვეში დასრულდება. თუმცა, მოვაჭრეების ნაწილის თქმით, ისინი ბაზრის დატოვებას და სხვა ტერიტორიაზე გადასვლას არ აპირებენ.

Comments
Loading...