- Advertisement -

გურჯაანის მერიამ გზავნილით “გურჯაანი-მეღვინეობის ქალაქი”- “Gurjaani-Winemaking City” კონკურსი გამოაცხადა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს, მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში, მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის აღმართვისა და საგზაო წრიულების მოსაწყობად დიზაინის/ესკიზის შერჩევის მიზნით.

კონკურსის მთავარი გზავნილია: „გურჯაანი – მეღვინეობის ქალაქი“ – “Gurjaani – Winemaking City”.

“გურჯაანის მუნიციპალიტეტი მეღვინეობის ცენტრს წარმოადგენს მთელი საქართველოს მასშტაბით. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ხელი შევუწყოთ არსებული მოცემულობის განვითარებას და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად ვაქციოთ, უფრო მეტად დავაინტერესოთ ჩვენი ღვინით, მეღვინეობის ისტორიითა და ტრადიციებით,” – განახცადა გურჯაანის მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის შემოსასვლელებში მუნიციპალიტეტის ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის/ნაგებობის აღმართვისა და საგზაო წრიულების მოსაწყობად შემუშავებული დიზაინი/ესკიზი უნდა შეესაბამებოდეს მათი განთავსების ადგილებზე არსებულ გარემო ფაქტორებს და ურბანულ ქსოვილს.

“ჩვენი მთავარი ამოცანა ჩვენი პოტენციალის მაქსიმალურად მიზნობრივი გამოყენებაა. ვფიქრობ, გამოცხადებული კონკურსი საშუალებას მოგვცემს, გადავდგათ პირველი ნაბიჯები ასეთი მნიშვნელოვანი და საჭირო საქმის შესასრულებლად,” – აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა.
დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების, ანაზღაურებისა და ეტაპების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მითითებულ ბმულზე:
https://goo.gl/LJB2zv
 

Comments
Loading...