- Advertisement -

გურჯაანის მერიაში სტრუქტურული რეორგანიზაცია იგეგმება

გურჯაანის მერი, არჩილ ხანდამაშვილი უწყებაში მოსალოდნელ რეორგანიზაცაზე საუბრობს. ხანდამაშვილის თქმით, ამ დროსითვის აქტიურად მიმდინარეობს კონსულტაციები გუბერნიასა და სამინისტროებში.

„რამდენიმე დღეში გამოვაცხადებ სტრუქტურულ რეორგანიზიაციას. ვფიქრობ, სამსახურები და განყოფილებები, რომელიც პირდაპირ კავშირშია მოქალაქეების მომსახურებასთან, სწორად უნდა იყოს დალაგებული. კონსულტაციებს გავდივარ როგორც გუბერნიასთან, ასევე სამინისტროებთან. სტრუქტურა დასახვეწია და ამიტომ ვერ ვამბობ ხმამაღლა, რა ფორმით ჩამოყალიბდება. რაც შეეხება კონკურსით დანიშნულ თანამშრომლებს, მათთან მიმართებით კანონის შესაბამისად ვიმოქმედებთ. თუ წასვლის შესახებ განცხადებას დაწერენ, დაკმაყოფილდება. იმ შემთხვევაში კადრების შემცირება მოგვიწევს, ამის შესახებ წინასწარ გავაფრთხილებთ. წინასწარ ვერაფერს ვიტყვი სოფლებში მერის წარმომადგენლებზეც. ეს საკითხი თავიდან ბოლომდე გასავლელია. ვფიქრობ, რამდენიმე სოფელში ცვლილება იქნება.“

ცნობითვის, საკადრო ცვლილებები გურჯაანის მერმა სამსახურში მისვლისთანავე დაიწყო. პირველივე დღეს სამსახურიდან დაითხოვა ორი მოადგილე- დიმიტრი კალატოზიშვილი და ალეკო ყვირალაშვილი. მედიასთან კი განაცხადა, რომ სამსახურის უფროსებს და განყოფილების ხელმძღვანელებს გათავისუფლების შესახებ განცხადებების დაწერა მოსთხოვა.

Comments
Loading...