- Advertisement -

გურჯაანის მერია: იაპონიის საელჩოში უკვე შეტანილი გვაქვს ძაღლთა თვშესაფრის პროექტი

როდის დაიწყება გურჯაანში ძაღლთა თვშესაფრის მშენებლობა,კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით უცნობია. კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მშენებლობა საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს, რისთვისაც ფინანსების მოძიების აქტიური კამპანია საერთაშორისო ორგანიზაციებთან მიმდინარეობს.

"იაპონიის საელჩოში უკვე შეტანილი გვაქვს პროექტი და ველოდებით პასუხს დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომელიც გარკვეულწილად შეგვეხიდება აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. გურჯაანის მუნიციპალიტეტი შეირჩა იმიტომ, რომ გეოგრაფიულად ხელსაყრელია სხვა მუნიციპალიტეტებთან სიახლოვის თვალსაზრისით. კომპანიონ ცხოველთა თავშესაფარი კახეთის რეგიონში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტის საერთო სიკეთე იქნება, შესაბამისად, წილობრივი ფინანსური რესურსის მობილიზება თითოეული მუნიციპალიტეტიდან გახდება საჭირო.

მას შემდეგ, რაც იაპონიის საელჩოდან დაფინანსების თაობაზე ცნობილი გახდება პასუხი და მოხდება ფინანსური რესურსის მობილიზება, აღნიშნული პროექტის განხორციელება გონივრულ ვადებში მოხდება.“- განაცხადეს გუბერნატორის ადმინისტრაციაში.

Comments
Loading...