გურჯაანის მერია სოფლებში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსს გამოაცხადებს გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 25 იანვარი, 2018 828 იანვრის ბოლომდე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია, სოფლებში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსს გამოაცხადებს. მერიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული შტატი მეოთხე რანგის პირველ კატეგორიას მიეკუთვნება და ამ თანამდებობის დასაკავებლად სრული ზოგადი განათლებაც საკმარისია. „უახლოეს მომავალში 24 ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე გამოცხადდება ვაკანსია. როდესაც კომისია შეიქმნება, ის გადაწყვეტს კონკურსი რამდენ ეტაპად ჩატარდება. ამ რანგისთვის არ არის აუცილებელი გამოცდილება და უმაღლესი განათლება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან დაკავშირებით“- განაცხადეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში. ცნობისათვის, ყოფილ წარმომადგენლებს ხელშეკრულების ვადა 2018 წლის პირველი იანვრიდან აღარ გაუგრძელდათ. მათ ფუნქცია-მოვალეობას სოფლებში ამჟამად სპეციალისტები ასრულებენ.