- Advertisement -

გურჯაანის მერიის თანამშრომელი მერს კანონდარღევევასა და ფსიქოლოგიურ ტერორში ადანაშაულებს

გურჯაანის მერიის საზოგადოებასან ურთიერთობის განყოფილების უფროსი მერს კანონდარღევევასა და ფსიქოლოგიურ ტერორში ადანაშაულებს. ზვიად ბიაშვილის თქმით, უკვე რამდენიმე თვეა გურჯაანის ახლადარჩეულ მერს მისი სამსახურიდან გათავისუფლება სურს და უსაფუძვლო ბრალდებებს უყენებს. 

"2017 წლის 13 ნოემბრიდან მერი ჩემს სამსახურიდან გაშვებას ცდილობს, თუმცა მას ამის მიზეზი არ აქვს . მერიაში მისი მოსვლის შემდეგ სრული განუკითხაობაა. იგი პატივს არ სცემს კანონს. მე ვარ უვადო საჯარო მოხელე, რომელსაც უსაფუძვლოდ მდევნის და ჩემს წინააღმდეგ ანტიკამპანიას აწარმოებს.მაგალითად, ბოლო ორი თვის განმავლობაში უკვე საჯერ დაიწყო მან ჩემს წინააღმდეგ დისციპლინალური წარმოება. ჩემი შემდეგი ნაბიჯი იქნება სახალხო დამცველთან შეხვედრა შესაბამისი რეაგირებისთვის“ – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ბიაშვილმა.

გურჯაანის მერიის თანამშრომელი არასამთავრობო სექტორს მისი საკითხით დაინტერესებას სთხოვს. 

გურჯააანის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსის ბრალდებებს მუნიციპალიტეტის მერმა უპასუხა. არჩილ ხანდამაშვილი ბიაშვილის მიერ წაყენებულ ბრალდებებს არ იზიარებს და აუდიტის სამსახურის დასკვნა ელოდება. მისივე განმარტებით, როგორც პიროვნებასთან მასთან არანაირი პრობლემა არ აქვს და საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება კანონის სრული დაცვით მიიღება.

Comments
Loading...