- Advertisement -

გურჯაანის მერიის მიერ უსახლკარო ძაღლებთან დაკავშირებით გამოცხადებული ტენდერი ჩაიშალა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც უმეთვალყურეოდ დარჩენილ ძაღლთა თავშესაფარში გადაყვანის მომსახურების შესყიდვას გულისხმობდა, ჩაიშალა.

ტენდერში მონაწილეობის სურვილი არავინ გამოთქვა. შესყიდვის ღირებულება 8 474 ლარს შეადგენდა.

"ტენდერში გამარჯვებულს ევალებოდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უმეთვალყურეოდ დარჩენილი ძაღლების დაჭერა შემსყიდველის მითითებით, საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად ჰუმანური მეთოდებით. შემდეგ შესაბამისი გამოკვლევების ჩატარება, სტერილიზაცია, კასტრაცია, ვაქცინაცია, სხვა ვეტერინრინარული მომსახურების გაწევა, მარკირება ყურის კლიპის მეშვეობით და რეგისტირებული ცხოველების ბუნებრივ არეალში დაბრუნება. აქ საუბარი იყო 140 ძაღლზე.

ტენდერი დღეს დასრულდა და მონაწილეობა არავის მიუღია. ჩვენ ჩავატარებთ ბაზრის კვლევას და ამის მიზეზს შევისწავლით, შემდეგ კი ტენდერს თავიდან გამოვაცხადებთ.“ – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, კოტე ბერიძიშვილმა.

Comments
Loading...