- Advertisement -

გურჯაანის მერიის საკონკურსო კომისიამ ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები შეარჩია

აღნიშნული სია კი დასამტკიცებლად მერს გადაეგზავნა. ჩალაუბანი, ნანიანი, ჩუმლაყისა და ყიტაანის ადმინისტრაციული ერთეული – აქ შესაბამისი ქულები ვერცერთმა აპლიკანტმა ვერ დააგროვა. შესაბამისად, კონკურსი სამ ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმოამდგენლის პოზიციაზე ხელახლა გამოცხადდება.

"კომისიის წევრებმა თითოეული კანდიდატი ქულებით შეაფასეს. როდესაც ბოლო შემაჯამებელი სხდომა შედგა, გაირკვა, რომ სოფელ ჩალაუბნის, ნანიანის, ჩუმლაყისა და ყიტაანის ადმინისტრაციულ ერთეულში ვერცერთი კანდიდადიტი ვერ შეფასდა სათანადო ქულით, რომელიც შემდეგში შეიძლებოდა შეგვერჩია. თითოეული კონსკურანტი მერის წინაშეა წარდგენილი. მერი უფლებამოსილია კანონით გაწერილი დროით, 14 კალენდარული დღის ვადაში დანიშნოს ან არ დანიშნოს ისინი.“-განაცხადა ,,აიპრესთან,, საუბრისას გურჯაანის მერიის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრმა, მაია ლალიაშვილმა.

ცნობისთვის, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფლებში მერის წარმომადგენლების პოზიციაზე კონკურსი თებერვალში გამოაცხადა.

Comments
Loading...