- Advertisement -

გურჯაანის მერის მოადგილე: გურჯაანში თანამედრვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაზარი აშენდება

გურჯაანში თანამედრვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაზარი აშენდება- ამის შესახებ ქალაქის მერის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

სიმონ ქოჩორაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ალტერნატიული ფართის მოძიება მიმდინარეობს, რის შემდეგაც მოვაჭრეების ტერიტორიიდან დროებით გაყვანა, უახლოეს პერიოდში კი ბაზრის მშენებლობა დაიწყება.

"დეტალებზე საუბარი ჯერ არ შემიძლია. აუცილებლად ექნება გურჯაანს ახალი ბაზარი, სადაც ყველა სანიტარული ნორმები დაცული იქნება და მომხმარებელს პროდუქტის ყიდვა სუფთა გარემოში შეეძლება"- აღნიშნა ქოჩორაშვილმა.

ცნობისათვის, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 25 იანვარს გურჯაანის ბაზარს ანტისანიტარიის და კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა, ხოლო ადმინისტრაცია 1000 ლარით დააჯარიმა. უწყებამ პრობლემის მოგვარებამდე ბაზარში, მოვაჭრეებს, ყველის და ხორცის სექციებს შეუჩერა.

Comments
Loading...