- Advertisement -

გურჯაანის მერმა განყოფილებისა და სამსახურის უფროსები წარადგინა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განყოფილებისა და სამსახურის უფროსები, ასევე სოფლებში მერის წარმომადგენლები წარადგინა.

თანამდებობებზე დაინიშნენ : -ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი – მაია ლალიაშვილი; -მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი ლევან წინწალაშვილი; – შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი – მაია ჯაფარაშვილი; -ინსპექტირების განყოფილების უფროსი – მაგდა მაჭავარიანი; -კონტროლის განყოფილების უფროსი – ალექსანდრე შავგულიძე; -იურიდიული განყოფილების უფროსი – თეონა ელიზბარაშვილი; -ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი – რამაზ ქიტიაშვილი; -კულტურისა და განათლების განყოფილების უფროსი – თამარ ფურცელაძე; -მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილების უფროსი – მერი ოსოშვილი; -საგარეო ურთიერთობების, საერთაშორისო პროექტებისა და ტურიზმის განვითარების განყოფილების უფროსი – ნინი ნინოშვილი; -კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთ სამსახურის უფროსი – ეკა ცისკარაშვილი; -ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი – სოფიო ქუმსიაშვილი; – ქონების მართვის, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი გივი ამისულაშვილი; – ქონების მართვის სამსახურის უფროსი -კოტე ბერიძიშვილი;

,,ბრძანებებს ხელი დღეს მოვაწერე. საკონკურსო კომისიამ კანდიდატები გამოცდილებისა და კომპეტენციის მიხედვით შეარჩია, მაქვს მოლოდინი, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ეს ადამიანები იდეალურად მოემსახურებიან და გურჯაანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება" – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა.

Comments
Loading...