გურჯაანის მერმა გურჯაანში და სოფელ ვეჯინში მცხოვრებ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასა გურჯაანის მუნიციპალიტეტი დამატების თარიღი 3 მარტი, 2018 282 დედის დღესთან დაკავშირებით გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ ხანდამაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გურჯაანში და სოფელ ვეჯინში მცხოვრებ მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს საჩუქრები გადასცეს. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჩუქრები მთლიანობაში 70-ზე მეტ მარტოხელა და მრავალშვილიან დედას გადასცეს. მრავალშვილიან დედებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სამომხმარებლო პროდუქტები და ტანსაცმელი გადაეცათ. აქცია წითელი ჯვრის ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.