- Advertisement -

გურჯაანის მერმა საბავშვო ბაღებში სამზარეულოების მდგომარეობა შეამოწმა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი არჩილ ხანდამაშვილი მოულოდნელად მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღს ესტუმრა და სამზარეულოებში არსებული მდგომარეობა შეამოწმა. როგორც ვაჩნაძიანის, ვაზისუბნის, შაშიანის, ჩუმლაყის, კალაურის #1 და #2 საბავშვო ბაღების შემოწმებისას აღმოჩნდა, აღნიშნულ ბაღებში სამზარეულოები სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმც არსებობს ხარვეზებიც. ბაღები უზრუნველყოფილია წყლით, მოწესრიგებულია სავენტილაციო სისტემა, იატაკები შეესაბამება მოთხოვნილ სტანდარტებს, დაცულია ჰიგიენური ნორმები. კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს შაშიანის და ჩუმლაყის საბავშვო ბაღების სამზარეულოები.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სულ 37 საბავშვო ბაღია. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების გაერთიანების ინფორმაციით საბავშვო ბაღებში სამზარეულოს ძირითად პრობლემას წარმოადგენდა არაეფექტური ვენტილაცია, რომელიც ამ დროისთვის მოგვარებულია. ზოგიერთ მათგანში არაეფექტური ვენტილაციის გამო დაზიანდა კედლები, ჭერი და საჭიროებს კოსმეტიკური რემონტის ჩატარებას. არჩილ ხანდამაშვილის განცხადებით, საბავშვო ბაღები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და არსებული პრობლემების მოგვარებას მერია ეტაპობრივად მოახდენს. 

Comments
Loading...