- Advertisement -

გურჯაანის მოსახლეობას წყალმომარაგება გაუუმჯობესდება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ქალაქ გურჯაანში მრავალბინიანი სახლების (კორპუსების) გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს. პროექტი, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი თანხებით-788 100 ლარით – დაფინანსდა. 

პროექტის ფარგლებში, გამრიცხველიანდა 1907 აბონენტი. 87 საცხოვრებელ კორპუსში შეიცვალა წყალმომარაგების შიდა გამანაწილებელი ქსელი (19 660 გრძივი მეტრი), დამონტაჟდა ჩამკეტ-მარეგულირებელი სარქველები, სადარბაზოებში განთავსდა ინდივიდუალური მრიცხველები. 

გურჯაანის მოსახლეობას წყალი, აქამდე, 8 სათიანი გრაფიკით მიეწოდებოდა. გამრიცხველიანების შემდეგ წყალმომარაგების რეჟიმი გაიზრდება და ადგილობრივები სასმელი წყლის გაუმჯობესებული გრაფიკით ისარგებლებენ. 

Comments
Loading...